ტეხასში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სადაც განგაში იყო, მძარცველები დააკავეს
ტეხასელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ მაკალენის სავაჭრო ცენტრში მძარცველები დააკავეს, რომლებიც საიუველირო მაღაზიაში შეიჭრნენ. ცოტა ხნის წინ, პოლიცია სავაჭრო ცენტრში სროლისა და შეიარაღებული პირის არსებობის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას და მოქალაქეებს სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ტერიტორიასთან მიახლოებისგან.
როგორც მოგვიანებით დადგინა, ხმა რომელიც სავაჭრო ცენტრში მყოფებმა სროლად მიიჩნიეს, მძარცველების მიერ ჩამსხვრეული საიუველირო მაღაზიის ვიტრინისგან მოდიოდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ადგილზე აიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.