ტეხასში ავტოკატასტროფის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა
ათი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა ტეხასის დასახლება ენსინოში ავტოკატასტროფის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ფურგონის მძღოლმა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მეტალის ჯებირს შეეჯახა. დაღუპულთა შორის მძღოლიცაა.
მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი.