ტეხასის სკოლაში სროლა იყო, არიან დაღუპულები
ტეხასის სკოლაში სროლა იყო, არიან დაღუპულები

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით,  დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლს ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.