ტეხასის შტატში მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე ჭყლეტის დროს რვა ადამიანი გარდაიცვალა
ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე პანიკით გამოწვეული ჭყლეტის დროს სულ მცირე რვა ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. 300-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ღონისძიებას 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
როგორც ჰიუსტონის სახანძრო სამსახურის უფროსმა, სამუელ პენიამ განაცხადა, პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხმა სცენასთან შეგროვება დაიწყო.