„თეგეტა მოტორსში“ აცხადებენ, რომ კომპანიის 350-მდე თანამშრომელი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
„თეგეტა მოტორსში“ აცხადებენ, რომ კომპანიის 350-მდე თანამშრომელი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 ივნისს, კომპანიის 350-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსის (Covid 19) გამოსავლენი ტესტი. ვირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს.

ამასთანავე, კომპანიის ის თანამშრომლები რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან, გადაყვანილნი იქნენ კარანტინში და დამატებით ჩაუტარდათ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 12 ივნისს, „პისიარ“ ტესტირების შედეგად „თეგეტა მოტორსის“ არც ერთ სხვა თანამშრომელს არ დაუდგინდა კორონავირუსი.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების, ასევე სათაო ოფისის და შენობა-ნაგებობების დეზინფექცია. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თეგეტა მოტორსის თანამშრომლებს ხუთჯერ ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. აქედან გამომდინარე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით“, – აცხადებენ კომპანიაში.

ორი დღის წინ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.