ტედროს გებრეისუსი - პანდემიის კუთხით მდგომარეობა უფრო გაუარესდება, თუ გარკვეული მთავრობები ვირუსის პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ
კორონავირუსის პანდემიის კუთხით მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდება, თუ გარკვეული მთავრობები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა გააკეთა.
„ვირუსი საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება, მაგრამ ბევრი მთავრობის და ხალხის ქცევა ამას არ ასახავს“, – განაცხადა გებრეისუსმა.
მისი თქმით, ზოგიერთი ლიდერის დამაბნეველმა გზავნილმა საზოგადოებრივ ნდობას ძირი გამოუთხარა.
„თუ წესებს არ დავიცავთ, ეს პანდემია მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდება, ის მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა გებრეისუსმა.