ტედროს გებრეისუსი​ – პანდემიის კუთხით მდგომარეობა უფრო გაუარესდება, თუ გარკვეული მთავრობები ვირუსის პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ

21:46, 13.07.2020

კორონავირუსის პანდემიის კუთხით მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდება, თუ გარკვეული მთავრობები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა გააკეთა.

„ვირუსი საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება, მაგრამ ბევრი მთავრობის და ხალხის ქცევა ამას არ ასახავს“, – განაცხადა გებრეისუს​მა.

მისი თქმით, ზოგიერთი ლიდერის დამაბნეველმა გზავნილმა საზოგადოებრივ ნდობას ძირი გამოუთხარა.

„თუ წესებს არ დავიცავთ, ეს პანდემია მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდება, ის მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა გებრეისუს​მა.​

მსგავსი