თეატრ "რუსთაველის 19"-ში სპექტაკლის "უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)" საპრემიერო ჩვენებები იწყება
თეატრ "რუსთაველის 19"-ში  სპექტაკლის "უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)" საპრემიერო  ჩვენებები იწყება

თეატრ “რუსთაველის 19”-ში საპრემიერო სამზადისია. “უსაზღვრობა დროთა (გალაკტიონი)” ასე ქვია სპექტაკლს, რომელსაც რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი მაყურებელს შესთავაზებს.

დრამა პოეტისა და მისი დემონის ორთაბრძოლის ამბავს მოგვითხრობს. სპექტაკლში პოეტს მსახიობი აკაკი ხიდაშელი ასახიერებს, ხოლო დემონს -თორნიკე ბელთაძე.

სანდრო მრევლიშვილმა შექმნა პიესა, რომელიც აერთიანებს ფრაგმენტებს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან და ამასთანავე მოიცავს „მკრთალ ბიოგრაფიულ ფაქტებს“ . წარმოაჩენს დროის უსაზღვრობაში გამოკვეთილი გენიალური პოეტის სახეს.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი შექმნილია მინიმალისტური ხედვით. ეს არის ორი სხვადასხვა თაობის მსახიობის, აკაკი ხიდაშელის და თორნიკე ბელთაძის სცენური ხელოვნების წარმოჩენა.

საპრემიერო ჩვენებები “რუსთაველის 19”-ში 19, 21 და 30 აპრილს გაიმართება.