თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.