თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.