საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ერთსართულიანი საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სწრაფად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, რის შედეგადაც ცეცხლი არ გავრცელდა გვერდით მდებარე სასაწყობო მეურნეობაზე. დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.