თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა – ქართული ბიზნეს სახლის“ ფარგლებში იმართება.
ფორუმს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან, რომელიც ჩინეთში Duty Free-ს მაღაზიებში ქართული პროდუქციის რეალიზებითაა დაინტერესებული. ჩინური კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი ინტერესი არამხოლოდ ქართულ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციასაც უკავშირდება.
ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და “საპარტნიორო ფონდის” ერთობლივი წარმომადგენლობა 2017 წლიდან მუშაობს, რომლის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.