სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანოტექნოლოგიების სექტორებიდან.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნესშეხვედრები გაიმართება.

ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.