ბათუმში მეწარმე ქალთა პირველი ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა. ფორუმს 300-მდე დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან ესწრება.
ფორუმის მონაწილე მეწარმე ქალბატონებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები, მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების მოპოვების შესახებ, გაეცნონ წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება ასევე იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაცია, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება.
ბიზნეს-ფორუმი სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნინო ჩიწოვანმა გახსნა.