თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ბინაში გაჩნდა.

ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ბინაში ცეცხლის გაჩენის დროს და რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.