თბილისში, სამასი არაგველის #24 ნომერში ხანძარია. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქრო “ვუდსონ ჯორჯიას” გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე იმყოფება ცეხის მეპატრონე ნოდარ თუშიშვილი. მისი თქმით, ელექტროგაყვანილობა მოწესრიგებული ჰქონდა. როგორც თუშიშვილმა განაცხადა, ცეხის დახურვისას ელექტროენერგიას ცენტრალური სისტემიდან რთავდა.