თბილისში ოცდამეერთე საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წლევანდელი ფესტივალი ონლაინ რეჟიმში ტარდება.
კინოფესტივალი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: ფილმების ჩვენება, ინდუსტრიული დღეები და მასტერკლასები.
წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კონკურსის გარეშე ტარდება. შედგა მხოლოდ ფორუმი, სადაც სამი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა – პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 1 500 ევრო: „ია / Ia“ – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე; მეორე ადგილი, 1 000 ევრო: „მაქცია / Werewolf“ – რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი; მესამე ადგილი, 7 00 ევრო: „როცა 17 წლის ხარ / When you’re 17“ – რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.