თბილისში, ხუდადოვის პირველ ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათივე ცნობით, განხორციელდა კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 11 ეკიპაჟია მობილიზებული.