თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსში“ ხანძარი იყო, რომელიც ლიკვიდირებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე არსებული „მაკდონალდსის“ რესტორნის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელსადენები.
მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.