თბილისში, რუსთაველის გამზირის №37-ში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისში, მთაწმინდის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის №37-ში მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.