„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.