თბილისში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.