ფუტსალის ლიგა - ფინალურ რაუნდში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - ფინალურ რაუნდში ანგარიში გათანაბრდა #1TVSPORT

„თელასი“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) საჩემპიონო ფინალურ სერიაში ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ და ანგარიში გათანაბრდა.

ფუტსალის ლიგაში სეზონის დასკვნითი სერიის პირველი მატჩში ავთანდილ ასათიანის „თელასმა“ კსუ 4:2 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში უკეთესი მოქმედი ჩემპიონი კსუ გამოდგა, რომელმაც 3:0 გაიმარჯვა. ანგარიში მე-10 წუთზე ლევან კობაიძემ კუთხურიდან გახსნა – ბურთი „თელასის“ კაპიტანს, შოთა თოფურიას მოხვდა და მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა.

მეორედ მეტოქის კარი 33-ე წუთზე ნიკა ხარატიშვილმა აიღო, რომელმაც კონტრშეტევაზე „თელასს“ მახვილი კუთხიდან გაუტანა. საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებამდე 33 წამით ადრე შოთა ჭანუყვაძემ დააფიქსირა.

ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1). მესამე მატჩი 20 ივნისს ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ფინალურ რაუნდში ჩემპიონობის მოსაპოვებლად სამი მოგებაა საჭირო.