თბილისში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
თბილისში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

თბილისში, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 29 ღვინოს ოქროს, 175-ს ვერცხლის და 76-ს ბრინჯაოს დიპლომები გადაეცა. კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა.

ორგანიზატორთა განცხადებით, კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა.

კონკურსში სულ 120 კომპანიის ღვინის 320 ნიმუში იყო წარდგენილი. ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსში ოქროს დიპლომები მიიღო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარდგენილი იქნება აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე“.