თბილისში, პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი ლიკვიდირებულია. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი სამსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე სასტუმროს გასახსნელად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არც დაშავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია ხუთი ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შენობას ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა.