თბილისში, პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებით საავადმყოფოში 21 ბავშვი მოხვდა
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებით, თბილისის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მოხვდა, – ამის შესახებ პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვი იყო. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულებს დაზიანებები აღენიშნებოდათ ზედა კიდურებისა და სახის არეში.
„პირველი იანვრის დილის მონაცემებით, 40 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, საიდანც 18 იყო ბავშვი. წუხელ კიდევ დაემატა ოთხი პაციენტი, აქედან სამი ბავშვი“, – განუცხადეს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში.