კახა კალაძე აცხადებს, რომ, პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ
კახა კალაძე აცხადებს, რომ, პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კალაძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაბამისი ზომებია მისაღები.

კახა კალაძემ უპასუხა კითხვას, ზედამხვედველობის სამსახური აკონტროლებს თუ არა ბაზრობებზე პიროტექნიკის რეალიზაციას?

„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.