31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 81 პაციენტი 

16:45, 06.01.2023

ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 81 პაციენტი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით ცენტრში 257 მიმართვა დაფიქსირდა, 81 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მსგავსი