31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 81 პაციენტი
ქვეყნის მასშტაბით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით – 81 პაციენტი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ახალი წლის დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით ცენტრში 257 მიმართვა დაფიქსირდა, 81 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.