თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა
თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდ​ებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 13-14 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დანიშნულია ექსპერტიზა. უწყების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება,

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.