თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ფაქტი პირველ არხს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი ცოცხალია.
ადგილზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, მობილიზებულია პოლიცია.