თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა

10:06, 29.10.2018

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ფაქტი პირველ არხს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი ცოცხალია.

ადგილზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, მობილიზებულია პოლიცია.

 

მსგავსი