თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, 151-ე მუხლი კი, მუქარას ითვალისწინებს.
მცხეთის ქუჩაზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.