მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის 2019 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს
მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის 2019 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ძებნილი პირი – 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის ნაცნობს ა.ლ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.