თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

01:36, 21.05.2020

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, 151-ე მუხლი კი, მუქარას ითვალისწინებს.

მცხეთის ქუჩაზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მსგავსი