თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო

11:30, 16.08.2023

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია საოჯახო ნივთები.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი