თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.
ხანძარი ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა ჩააქრეს.