თბილისში, ლიახვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასა და სასაფლაოსთან არსებულ ფერდზე ხანძარი იყო. ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი დაახლებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ლიკვიდირებას.
არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე და სასაფლაოს ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის შედეგად ძირითადად, ბალახი და ბუჩქნარი დაიწვა. ასევე, ფერდზე არის ახალი ნერგებიც, რომლებიც ადგილობრივებმა გადაარჩინეს. ისინი მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდნენ.
ცეცხლი დაახლოებით ჰექტარ-ნახევარ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.