თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „გუცას“ სხვენში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 250 კვ.მ. ფართობი.
„არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა გვერდით მდებარე შენობებზე. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.
ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.