თბილისში, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
თბილისში, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილის და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში მომუშავე ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს, რასაც გაზის მძაფრი სუნი მოჰყვა. მათივე თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსის ფანჯრები და გამვლელი ავტომანქანები დააზიანა.