თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული.
ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
როგორც ადგილობრივები საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით დილის 07:30 საათზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.