თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ხანძთელის ცხრა ნომერში ხანძარი გაუჩნდა იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს.

„რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო ავტოცისტერნა. ევაკუირებული იყო 12 მოსახლე და გამოყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაიწვა დაახლოებიით 300 კვადრატამდე. ამ დროისათვის მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და უმოკლეს დროში დავადგენთ გამომწვევ მიზეზებს“, – განაცხადა კერესელიძემ.