ექიმის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო (გივი) მარგველაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის განცხადებით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ გაბყოფილებაში მკურნალობს.
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული და ანესთეზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული.
„ახალგაზრდა მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ, საღამოს შემოიყვანეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. ჭრილობები მრავლობითია და ქვემო კიდურების არეშია. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, საყურადღებო. პაციენტი ხელოვნურ, მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია. უტარდება კონსერვატიული მკურნალობა“, – ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.