ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც ანესთეზიოლოგმა, ქირურგიული განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, დღეს ოპერაცია დაგეგმილი არ არის.

„პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დილასთან შედარებით არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმედ რჩება. გრძელდება მკურნალობა, იმავე მოცულობით რაც იყო. რაიმე ტიპის ცვლილება პაციენტის მდგომარეობაში ამ ეტაპამდე არ აღენიშნება. ჯერჯერობით არანაირი ჩარევა დაგეგმილი არ არის. გართულებას ამ ეტაპამდე ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას თავდაპირველად ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.