თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.