თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

01:37, 02.07.2020

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი