თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამგორის რაიონში იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.
მათივე ცნობით, ცეცხლი 2000 კვ.მ-ზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.