ისანში, საწყობის შენობაში ხანძარია

09:34, 04.03.2018

თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამგორის რაიონში იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა.

მათივე ცნობით, ცეცხლი 2000 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

 

მსგავსი