თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს წაეკიდა. დამწვარია 300 კვ.მ-მდე სახურავი და ერთი საცხოვრებელი ოთახი.
სახლის მეპატრონე ვარაუდობს, რომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია.