თბილისში გაზის ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება
თბილისში გაზის ტარიფი 0.002 თეთრით მცირდება

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

მიმდინარე წელს ტარიფი კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იყო. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება გაზის შესყიდვის ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი.